ახალი ამბები

კლინიკა “ახალ სიცოცხლეს” ექიმები პროტესტის ნიშნად ტოვებენ

28 ივლისი, 2014 • • 3926
კლინიკა “ახალ სიცოცხლეს” ექიმები პროტესტის ნიშნად ტოვებენ

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” კლინიკის დირექტორმა ზაზა სინაურიძემ განუცხადა:”მედპერსონალმა დაწერა განცხადება და 11 აგვისტოს დატოვებს კლინიკას. ამ წუთას ვმუშაობთ და ვიღებთ პაციენტებს. 8 აგვისტოს პაციენტების მიღებას შევაჩერებთ.”

 

სინაურიძე აცხადებს,რომ კლინიკის დატოვების რამდენიმე მიზეზი არსებობს:”ისეთი მმართველობის სისტემაა შემოღებული, რომ ჩვენ ვერ ვუზრუნველყოფთ პაციენტების უსაფრთხოებას. ეს კლინიკი ცნობილია იმით, რომ ძალიან მაღალი სტანდარტები ჰქონდა მომსახურების ხარისხის. სავალალო შედეგი რომ დადგეს არავინ იკითხავს ვინ ფლობს და ვინ მართავს, არამედ იკითხავს ვინ არის კლინიკის ექიმი. დადგება ჩენი პირადი პასუხისმგებლობა და არც ერთ ექიმს არ უნდა მენეჯერის გამო პასუხი აგოს პაციენტის წინაშე.”

 

სინაურიძის განცხადებით ჰოსპიტალურ მენეჯმენტში არის ძალიან ბევრი ნიუანსი:”ეს არის უწყვეტი პროცესი, რომელიც მოიცავს მომარაგების რგოლს, ადამიანის რესურსის მართვის რგოლს, ფინანსურ რგოლს და უშუალოდ სამედიცინო დახმარებას. როდესაც მოშლილია სამი რგოლი, წარმოუდგენელია ერთმა რგოლმა იმუშავოს კარგად.”

 

ზაზა სინაურიძის ინფორმაციით “ახალი სიცოცხლის” მენეჯმენტს ორი კომპანია “ავანტე” და “ევექსი” ახორციელებს: “დაახლოებით 3–4 თვის წინ ევექსმა იყიდა ავანტე. ამიტომ შემოვიდა ახალი კომპანია და დაიწყო ამის შემდეგ პრობლემები. ეს არ არის პროტესტი, ეს არის თავდაცვის საშუალება, რომ პერსონალი არ დადგეს დარტყმის ქვეშ.” 

 

 

   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი