“ჩემო თანამემამულენო, ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ! თქვენ, დღეიდან ჩვენთან ერთად ამ პროცესის თანაზიარი ხართ! თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რაც ევროპასთან დაახლოებას მოაქვს. უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში, ევროკავშირის ბაზარი ბიზნესმენებისთვის, ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა ახალგაზრდებისთვის და მრავალი სხვა,”- განაცხადა პრემიერმა. 

 

დღეს, 2014 წლის 27 ივნისს, ბრიუსელში ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის შორის ასოცირების შეთანხმებას,  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით. დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხოლო ევროკავშირის მხრიდან – ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ. ხელშეკრულებაზე ხელი ასევე ხელი მოაწერეს ევროკავშირის 28 ქვეყნის მეთაურებმა. 


ირაკლი ღარიბაშვილმა ასოცრიების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დასრულების შემდეგ გამართულ პრეკსონფერენციაზე ჟურნალისტის კიხთვაზე, თუ რას გულისმხობდა იმაში, რომ აფხაზებსა და ოსებსაც შეუძლიათ გამოიყნენონ ასოცირების ხელშეკრელებით მიღებული სარგებელი, ღარიბაშვილმა უპასუხა:


მე საღი გზავნილი გავუგზავნე ჩვენს აფზახ და ოს ძმებსა და დებს, რომ კარი ღიაა. აქედან გამომდინარე მათ აქვთ საშუალება, რომ სარგებელი მიიღონ ასოცირების ხელშეკრულებიდან. ერთ-ერთი არის უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა. ასევე, თავისუფალი ვაჭრობის, განათლების შესაძლებლობა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის საღი სიგნალი აფხაზებისა და ოსებისადმი, რომ ჩვენ ვუზიარებთ ამ პროცესს მათ.”

 

 


 

 

 


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *