ახალი ამბები

წულუკიანი: კოდუაზე თავდასხმის ფაქტს ხელისუფლებასთან კავშირი არ აქვს

4 მაისი, 2014 • • 985
წულუკიანი: კოდუაზე თავდასხმის ფაქტს ხელისუფლებასთან კავშირი არ აქვს

“მინდა ცალსახად დავგმო კოდუას წინააღმდეგ გუშინ მომხდარი ფაქტი. რადგან ყველანაირი ტიპის ძალადობა არის დაუშვებელი, თუკი ჩვენ უნდა ვიყოთ და ვართ ცივილიზებული საზოგადოება. ნუ გაუხარდება “ნაციონალურ მოძრაობას” ეს ფაქტი და ნუ გამოიყენებს ამას საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად, იმიტომ, რომ ამას არ აქვს კავშირი ხელისუფლებასთან”,- განუცხადა თეა წულუკიანმა “რუსთავი 2”-ს ქორწინების რიგით მეორე სახლის გახსნის შემდეგ.

 

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ერეკლე კოდუას ძმა დავით კოდუას გუშინ, 15 საათზე თავს დაესხნენ. თვითმხილველების თქმით, სამმა ნიღბიანმა მას სცემა მაშინ, როცა მას 4 წლის შვილი სიმალაზის სალონში ჰყავდა წაყვანილი. ის ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, შემდეგ კი სასტიკად სცემეს. დავით კოდუა სახის და თავის ქალის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. კოდუა რეანიმაციაში იმყოფება, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამძიება დაიწყო. გუშინ ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამოცხადდა 1976 წელს დაბადებული ნოშრევან ნამორაძე, რომელმაც განაცხადა, რომ მან შურისძიების ნიადაგზე სცემა დავით კოდუას. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ცემის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 125-ე მუხლით” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

 

ნოშრევან ნამორაძე ამბობს, რომ იგი შემთხვევით შეხვდა დავით კოდუას და ფიზიკურად გაუსწორდა, რადგან მისი თქმით, კოდუამ მას ბიზნესწილები წაართვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი