ამ ინფორმაციას ადასტურებს პრეზიდენტ პუტინის წარმომადგენელი ვლადიმერ ლუკინი.

ეუთოს 7 დამკვირვებელთან ერთად გათავისუფლებულია 5 უკრაინელი ოფიცერიც, რომლებიც დამკვირვებლებს ახლდნენ.

გასულ კვირას გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, გამოეყენებინა მთელი თავისი გავლენა, რომ გატაცებული დამკვირვებლების საკითხი გადაჭრილიყო. 


ეუთოს 8 დამკვირვებელი და 5 უკრაინელი ოფიცერი 25 აპრილს სლავიანსკის შესასვლელთან, ერთ–ერთ ბლოკპოსტთან დააკავეს. მოგვიანებით, პრორუსმა სეპარატისტებმა ერთი დამკვირვებელი გაათავისუფლეს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.


 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *