“ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით და ვეხმარებით მას. საქართველო ცდილობს მიაღწიოს კეთილდღეობას და ევროპასთან ინტეგრაციას, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმუშაონ კონსტრუქციულად, ერთად, რათა მიაღწიოს ქვეყანამ ეკონომიკურ და დემოკრატიულ პროგრესს, თუმცა გამოწვევები კვლავ რჩება, იქნება ეს უმცირესობების უფლებების უზრუნველყფა, თუ უფრო ანგარიშვალდებული და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა, ან ეკონომიკური ზრდა. ჩვენ მხარს დაგიჭერთ თქვენ ამ საკითხებზე მუშაობისას. გზავნილი, რომელსაც მე ვაშინგტონში წავიღებ, არის ის, რომ საქართველო არის ძლიერი და წინ მიიწევს”, – განაცხადა ნულანდმა. მან ასევე მიულოცა საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება.
ვიქტორია ნულანდი დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდეტს, პრემიერ–მინისტრს, დეპუტატებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

