ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ ვაკე–საბურთალოს რაიონის მე–2 უბანზე ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა:

 

ნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე

“მინდა, რომ რუსულ–ქართული ურთიერთობები ნორმალურ ჩარჩოში მოექცეს. მაქვს იმედი, რომ მას შემდეგ, რაც ამირჩევენ, შევძლებ ძალიან სწრაფად დავიწყო პირდაპირი მოლაპარაკებები ყველაზე მაღალ დონეზე რუსეთთან. ჩემი წინა შეხვედრები რუსეთის მთავრობასთან და პრეზიდენტ პუტინთან მაძლევს იმის საფუძველს, ვისაუბრო იმაზე, რომ პრეზიდენტ პუტინს და მის გარემოცვას კარგად ესმით ქართულ–რუსული ურთიერთობის მნიშვნელობა და ისინი დაინტერესებულნი არიან, რომ ურთიერთობა დარეგულირდეს და საქართველო და რუსეთი გახდნენ პარტნიორები. მთავარია, გაჩნდეს სურვილი და მე მჯერა, რომ მივაღწევს რუსულ–ქართული ურთიერთობების გაუმჯობესებას.”   

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *