ახალი ამბები

ბუტა რობაქიძის საქმეში ბრალდებულები სასამართლოს გამართვას ითხოვენ

15 მაისი, 2013 • 2218
ბუტა რობაქიძის საქმეში ბრალდებულები სასამართლოს გამართვას ითხოვენ

როგორც საქმეში ბრალდებულები, გურამ დონაძე, ირაკლი ფირცხალავა, დავით იაშვილი და ლევან გვაზავა აცხადებენ, აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესის გამართვა და დაკითხვა არაერთხელ მოითხოვეს. 

 

“ბრალდებულები ან გასამართლებას, ან ბრალის მოხსნას ვითხოვთ. პირველი სასამართლო ჯერ კიდევ თებერვალში უნდა გამართულიყო, მერე მარტში, მერე აპრილში. ახლა ვიცოდით, რომ 30 მაისს იყო ჩანიშნული, მაგრამ განგვიცხადეს, რომ 30 ივნისისთვის გადაიდო. ჩვენ ვითხოვთ, რომ არ გადაიდოს და ეს წერილობით დავაფიქსირეთ დღეს. გამოძება არის მოქცეული ჩიხში, წინსვლა არ არის საქმეში,”- ამბობს გვაზავა.

 

“აბსოლუტურად აბსურდული ბრალი მაქვს წაყენებული მეც და ჩემს მეგობრებს. ვითხოვთ სასამართლოს ჩატარებას, რათა იქ დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე,”- აცხადებს ბრალდებული დათო იაშვილი.

 

ბრალდებულების განმარტებით, ამ დროისთვის რამდენიმე ქვეყნიდან ექსპერტიზის პასუხები მოვიდა, რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობის ამსახველი იმ ვიდეოკადრების ავთენტურობას ადასტურებს, რომელიც გურამ დონაძემ და ირაკლი ფირცხალავამ მიმდინარე წლის 19 თებერვალს გაავრცელეს.

 

“პროკურატურა ამ დრომდე პატრულის არც ერთ თანამშრომელს არ კითხავს. 5 ჯერ მოვითხოვე დაეკითხათ პატრულის ის თანამშრომლები, რომლებიც ჩანან აღნიშნულ კადრებში,”- აცხადებს ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა.


კიდევ ერთ ბრალდებულს, გურამ დონაძეს მიაჩნია, რომ პროკურატურისთვის მთვარი მისი და სხვა ბრალდებულების დაკავება იყო და მეტი არაფერი.


“არ უნდათ, რომ ხალხმა გაიგოს სიმართლე და ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს ეს ამბავი,” -აცხადებს დონაძე. 


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით  გურამ დონაძეს და შსს-ს დანარჩენ  მაღალჩინოსნებს ბრალი მიმდინარე წლის თებერვალში წაუყენა


გურამ დონაძე
გურამ დონაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი