„მინდა პრეზიდენტის სახელით განვაცხადო, რომ მსგავსი საუბარი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის არ ყოფილა და ის, რაც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სრული სიცრუეა“, – აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.


 ბიძინა ივანიშვილმა დღეს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამოსვლის შემდეგ განაცხადა:

 

“ჩემთან ვაღიარებინე მე სააკაშვილს შეხვედრაზე, მესამე შეხვედრაზე, აბა, თვალებში შემომხედე-მეთქი, ვისია რუსთავი ორი–თქო, ხო შენია–თქო? კი, ჩემიაო, მითხრა, აბა, საჯაროდ გამოდი და თქვი-მეთქი, მითხრა, რომ იტყოდა საჯაროდ, შეგიძლიათ შეახსენოთ საჯაროდ, სააკაშვილმა უნდა თქვას, რომ რუსთავი ორი მას ეკუთვნის და რატომ ეკუთვნის”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *