ახალი ამბები

ომბუდსმენი ქართველი და ოსი პატიმრების გაცვლის ინიციატივით გამოდის

27 თებერვალი, 2013 • 1260
ომბუდსმენი ქართველი და ოსი პატიმრების გაცვლის ინიციატივით გამოდის

ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.


ოფიციალური ინფორმაციით, აევე ცნობილი ხდება, რომ საქართველოს სახალხო დამცველი მსჯავრდებულ მარეკ დუდაევის საქმის შესწავლას იწყებს. 


“2013 წლის 27 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში მსჯავრდებული მარეკ დუდაევი მოინახულა. სახალხო დამცველი იწყებს მარეკ დუდაევის საქმის შესწავლას, რადგან ამ საქმეში არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და ბევრი წინააღმდეგობა. საქართველოს სახალხო დამცველთან შეხვედრის დროს მარეკ დუდაევმა განაცხადა, რომ ის მიესალმება ქართველი და ოსი ხალხის შერიგებას და მზად არის თავადაც მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში,”- ნათქვამია სახალხო დამცველი განცხადებაში. 

 

ოსი ეროვნების მარეკ დუდაევს 2005 წლის 29 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ 23 წლით თავისუფლების აღკევთა მიუსაჯა. თუმცა ის მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფდა. 


როგორც მაშინ გამოცემა civil.ge წერდა, სასამართლომ 16 ბრალდებიდან მარეკ დუდაევს სამ ეპიზოდში, კერძოდ, ერთ მკვლელობაში, ყაჩაღობასა და ფულის გამოძალვაში ბრალდება მოუხსნა. მისმა ადვოკატმა ნათია სირაძემ კი სასამართლო პროცესს “დადგმული შოუ” უწოდა და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას უზენაესს სასამართლოში გაასაჩივრებს. დუდაევის დაპატიმრების მიზეზი გახდა ის, რომ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა მას კრიმინალური ავტორიტეტი უწოდეს. შსს-ს მაშინდელი ოფიციალური განცხადებით კი, მარეკ დუდაევის ძმა, ერიკიც კრიმინალური ავტორიტეტია, რომელიც ადამიანთა გატაცებებში, ფულის გამოძალვაში და სხვა კრიმინალურ საქმიანობაშია ჩართული.

 

როგორც ირკვევა, სამი ეთნიკურად ოსი მსჯავრდებული, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, მიმდინარე ამნისტიის შედეგად უკვე გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ ერგნეთში ეუთოს შეხვედრის დროს გახდა ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი