ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიციელი მიუკერძოებელი უწყების წარმომადგენელია

22 იანვარი, 2013 • 1138
ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიციელი მიუკერძოებელი უწყების წარმომადგენელია

“პოლიციელი ვალდებულია არ გაახმაუროს მისთვის ცნობილი კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაცია, დოკუმენტი და პირადი მონაცემები, რომლის გამჟღავნებამ შეიძლება გამოიწვიოს მესამე პირის ინტერესის შელახვა; პოლიციელს ეკრძალება სამორინეში და სათამაშო აპარატების სალონში შესვლა, გარდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემთხვევისა; პოლიციელმა არ უნდა ისარგებლოს თავისი სტატუსით და არ გამოიყენოს იგი პირადი ინტერესებისთვის; ეს და სხვა ათეულობით დებულება აღნიშნული პოლიციის ეთიკის კოდექსში ჩაიწერა. 

 

შს მინისტრი ამბობს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება, რომელიც “ქართული ოცნების” გუნდმა მისცა ხელისუფლებაში მოსვლის დროს  საზოგადოებას, იყო ის, რომ შს სისტემა გახდებოდა დეპოლიტიზებული, ხოლო თითოეული მისი თანამშრომელი ჩადგებოდა საზოგადოების სამსახურში.

 

“აღნიშნული დაპირების შესრულების მიზნით აუცილებელი იყო იმ ეთიკური ნორმების განსაზღვრა პოლიციელების საქმიანობაში, რომელთა განხორციელებაც, საზოგადოებაში განსაზღვრაც პოლიციისადმი ნდობას განამტკიცებს. ყველა პოლიციელს უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ ის სამართლიანი და მიუკერძოებელი უწყების წარმომადგენელია,”- აცხადებს ღარიბაშვილი.  

 

მინისტრის განმარტებით, პოლიციის ის რეფორმა, რომელიც ყოფილმა ხელისუფლებამ დაიწყო, ბოლომდე არ იყო მიყვანილი და დასრულებული.

 

“ჩვენ არ ვჩერდებით, ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, ჩემი სურვილი და ჩემი გუნდის სურვილია, რომ პოლიციელი გახდეს სამაგალითო.”

 

როოგრც მინისტრი ამბობს, პოლიციელთა ეთიკურობას მის მიერ შექმნილი დაახლოებით 50- კაციანი ჯგუფი შიდა მონიტორიგნს გაუწევს. მინისტრის თქმით, სამინისტროს ყველა დარღვევაზე და გადაცდომაზე მყისიერი რექცია ექნება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი