ახალი ამბები

“ფიჩ რეიტინგის” მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის ინდექსი გაუარესდა

21 აპრილი, 2015 • • 2137
“ფიჩ რეიტინგის” მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის ინდექსი გაუარესდა

სააგენტოს თქმით, რომელსაც Reuters-ის ავრცელებს, საკითხის შეფასებისას გაითვალისწინეს სხვადასხვა მოვლენა, რომელიც საქართველოს ეკონომიკას შეეხო.

 

სააგენტომ აღნიშნა, რომ ნავთობის ფასის ვარდნისა და რუსეთის წინააღმდეგ დადგენილი სანქციების გამო საქართველოს ეკონომიკამ განიცადა დიდი დარტყმები, რომლებიც ასევე შეეხო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებს.

ეკონომიკა
ეკონომიკა

 

ამ პროცესებმა გავლენა მოახდინა საქართველოს ვაჭრობასა და ფულად გზავნილებზე: ექსპორტი დაეცა სწრაფად, ხოლო ფულადი გზავნილები 25%-ით შემცირდა.

 

საგარეო სექტორი საქართველოს მთავარ სისუსტედ რჩება, ხოლო ეროვნული ვალუტა ლარი – 30%-ით დაეცა აშშ დოლართან მიმართებაში, ვიდრე ეს იყო 2011-13 წლებში, მიაჩნიათ სააგენტოში.

 

“ფიჩ რეიტინგი” აღნიშნავს, რომ ლარის ცვალებადობამ გავლენა იქონია საგარეო ვაჭრობის რეზერვებზეც, რადგან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 6 ჯერ დახარჯა სავალუტო რეზერვები 2014 წლის ნოემბრიდან მოყოლებული.

 

“ფიჩ რეიტინგი” მოელის, რომ 2015 წელს 20%-ით დაეცემა ექსპორტი, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის შემადგენლობაში უარყოფითი სავაჭრო სალდო 14% იქნება 2015 წელს, მაშინ როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 9%-ს შედგენდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი