ახალი ამბები

კლიჩკო: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სისხლისღვრა აღარ დავუშვათ

22 იანვარი, 2014 • • 1017
კლიჩკო: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სისხლისღვრა აღარ დავუშვათ

უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ კლიჩკომ პირველი განცხადება კიევის მთავარ მოედანზე გააკეთა. მისი თქმით, შეხვედრა კონკრეტული შედეგით არ დასრულებულა. 

 

კლიჩკო აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით,  23 იანვრის ღამეს ხელისუფლება მაიდანზე შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლას გეგმავს, და ვალდებულია საზოგადოება ამის შესახებ გააფრთხილოს. 

 

კლიჩკოს თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არ დაუშვას სისხლისღვრის გაგრძელება და იპოვოს საკითხის გადაჭრის სხვა გზები. 

 

“მე არაფრის მეშინია, იქ ვიდგები ბოლომდე, სადაც საჭირო ვიქნები, თუმცა ხვალ შეიძლება მოვიდეს ვინმე და მითხრას, ვიტალი, აქ ჩემი ახლობელი ან ოჯახის წევრი დაიღუპა. თუმცა ბრძოლა გაგრძელდება. ჩემზე რაც არის დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ. ვადამდელ არჩევნებს შეუძლია ვითარება შეცვალოს,”- განაცხადა კლიჩკომ.

 

პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, კლიჩკოს განცხადებით, კონკრეტულ რაიმე საკითხზე მოლაპარაკება არ მომხდარა. 

 

“აპირებს თუ არა ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, პასუხი ვერ მივიღეთ, გადადგება თუ არა მინისტრთა კაბინეტი, ამაზე პასუზი იყო, რომ მხოლოდ მორიგ ყრილობაზე უნდა დაუჭიროს ამას მხარი უმრავლესობამ.”

 

პრეზიდენტთან შეხვედრაში მონაწილეობა, ასევე, მიიღეს ეროვნული უშიშიროების საბჭოს მდივანმა, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტის მრჩეველმა, იუსიტიციის მინისტრმა და ოპიზიციის ლიდერებმა. 

 

მაიდანი, კიევი, 22.01.2014
მაიდანი, კიევი, 22.01.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი