BBC-ის ბოლო ინფორმაციით, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დიდი აფეთქების შედეგად სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა და 61 დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება თურქეთის პარლამენტისა და სამხედრო შტაბის ტერიტორიაზე, მოძრავი სამხედრო მანქანის ახლოს მოხდა.

თურქეთის ვიცე-პრემიერმა, ბექირ ბოზდაღმა აფეთქებას ტერაქტი უწოდა.

ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, იზრდება შიში, რომ თურქეთზე შეიძლება კიდევ იყოს დაგეგმილი სხვა დიდი თავდასხმები.

აფეთქების წერტილი თურქეთის დედაქალაქში © BBC
აფეთქების წერტილი თურქეთის დედაქალაქში © BBC
როგორც დაშავებულები ამბობენ, აფეთქების ხმა თითქმის მთელ ანკარაში ისმოდა. ფოტო: AP
როგორც დაშავებულები ამბობენ, აფეთქების ხმა თითქმის მთელ ანკარაში ისმოდა. ფოტო: AP
სასწრაფო დახმარების მანქანა მიდის აფეთქების ადგილას თურქეთის დედაქალაქში © Reuters
სასწრაფო დახმარების მანქანა მიდის აფეთქების ადგილას თურქეთის დედაქალაქში © Reuters
ცეცხლის კვამლი აფეთქების ადგილას © EPA
ცეცხლის კვამლი აფეთქების ადგილას © EPA

ბოლო პერიოდში თურქეთში უკვე რამდენჯერმე მოხდა სერიოზული თავდასხმა, მათ შორის, თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმა, რომელმაც გასულ თვეს სტამბულში 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ოფიციალური პირების განცხადებით, თავდამსხმელს კავშირები ჰქონდა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან.

გასულ ოქტომბერს, ანკარაში, მშვიდობის მარშის დროს განხორციელებულმა თავდასხმამ 99 ადამიანი იმსხვერპლა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *