ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ებრაელი ბიზნესმენების ადვოკატის შემაჯაბელი სიტყვის მოსმენა მიმდინარეობს. პროცესს, ჟურნალისტების გარდა, პოლიტიკოსებიც ესწრებიან, კერძოდ, კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგური. დღევანდელ პროცესზე არ იმყოფებიან ებრაელი სასულიერო პირები, რომლებიც 23 მარტს გამართულ სხდომას ესწრებოდნენ. ისინი ისრაელში გუშინ დაბრუნდნენ. განსასჯელთა ადვოკატი არჩილ კბილაშივილი ფუქსისა და ფრენკელის უდანაშუალობის დასამტკიცებლად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყეტილებებს იშველიებს. მისის თქმით, საქართველოს ნთავრობამ ებრაელ ბიზნესმენებს მახე დაუგო, რათა მათთვის არბიტრაჟის მიერ მიკუთვნებული 98 მილიონი დოლარო არ გადაეხადა. რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი 2010 წლის ოქტომბერში დააკავეს, მათ ბრალი ქრთამის შეთავაზებაში ედებათ. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოიტანს თბილისის საქალაქო სასამართლო დაკავებული ბიზნესმენების მიმართ განაჩენს.
ფუქსისა და ფრენკელის პროცესი გრძელდება
-
27.10.2026
პარტიების აკრძალვა სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაში – საიას მიმოხილვა
-
27.10.2026
გაზი საფეხურეობრივ მოდელზე გადადის — მეტ მოხმარებაზე სემეკს მაღალი ტარიფის დაწესების უფლება ეძლევა
-
27.10.2026
შესაძლოა გლდანის ციხის დირექტორი შეიცვალოს და არა რუსთავის მე-6 დაწესებულების – სამინისტრო
-
27.10.2026
დეპუტატისა და რიგითი დასაქმებულის საშუალო ხელფასს შორის სხვაობა საქართველოში EU-ის ქვეყნებთან შედარებით ორჯერ მეტია
-
27.10.2026
25-ზე მეტი ორგანიზაცია ეწინააღმდეგება ომბუდსმენის აპარატში გენდერის დეპარტამენტის გაუქმებას – განცხადება
-
27.10.2026
პატარიძის შემდეგ პოსტი შესაძლოა #6 ციხის უფროსმაც დატოვოს
