ამერიკის ეკონომიკის არასტაბილურობის შედეგად, ნავთობის ფასი,, ოთხშაბათის  მონაცემებით, დაეცა. იანვრის ფიუჩერსების ღირებულებამ ამერიკულ მსუბუქ ნავთობზე მარკით  WTI (Light Sweet Crude Oil) ნიუ იორკის ელექტრონულ სავაჭრო  ბირჟაზე  0.13 დოლარით (-0.14%) დაიწია  და ბარელზე 96.31 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება  თებერვლის თვის ფიუჩერსების ფასს, ჩრდილოეთის ზღვის ნავთობზე, მარკით   „Brent“  იკლო  0.17 დოლარით (-0.18%) და  94.21 დოლარამდე  დაიწია ბარელზე.

როგორც ცნობილი გახდა, დეკემბრის მონაცემებით, ნდობა სამომხმარებლო ფასების ინდექსზე ამერიკის შეერთებულ შტატებში  52,5% ამდე დაეცა. Bloomberg-ის პრეზიდენტის, პიტერ ბოიტელის განცხადებით,  მომხმარებელი უკვე შეშფოთებულია იმით, თუ რა მოხდება მომავალში.

ანალიტიკოსების პროგნოზით,   ნედლი ნავთობის მარაგი წინა კვირის მონაცემებით  3 მილიონი ბარელით დაეცა, ხოლო თვიურმა კლებამ 19 მილიონი  ბარელი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო  4 წლის განმავლობაში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *