თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ჩხუბი იყო. დაღუპულია ერთი ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი დაეცა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.
კონფლიქტში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულები არიან. ისინი განყოფილებაში გადაიყვანეს.
ამ ეტაპზე ჯერ არაა ცნობილი რა მუხლით დაიწყება გამოძიება
