ფონიჭალაში ნანგრევებიდან ერთი ბავშვი ცოცხალი გამოიყვანეს.
“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, გადარჩენილი ბავშვი 3 წლისაა.
ნანგრევებში კიდევ რჩება 6 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.
ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილ 7 პირს, მათ შორის 3 მცირეწლოვან ბავშვს, მაშველები დილიდან ეძებენ.
საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება. შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ნანგრევებიდან ოთხი პირია გამოყვანილი, შვიდი ადამიანის ადგილსამყოფლის დასადგენად კი აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.
მისი ინფორმაციით, ოთხივე გამოყვანილი მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ყველა მათგანი კონტაქტურია, თუმცა ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულებს შორის არის არასრულწლოვანიც, რომელსაც დაზიანება ყურის მიდამოში აღენიშნება, თუმცა იგი კონტაქტურია.
