რუსეთში კემეროვის ოლქში სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი AN-12 ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 17-ვე სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოებიც ადასტურებენ.

უკრაინული NV.UA-ს ინფორმაციით კატასტროფის მიზეზი ძრავის აალება გახდა. თავად ძრავი აალება რამ გამოიწვია უცნობია. სავარაუდო მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.

კემეროვის ოლქი უკრაინიდან პირდაპირი საჰაერო გზით 3100 კმ-ით არის დაშორებული და შესაბამისად უშუალოდ უკრაინიდან საზენიტო საშუალების გამოყენების შემთხვევა გამოირიცხა. დივერსიული ჯგუფის შეღწევის შესახებაც რაიმე ინფორმაცია არ ვრცელდება.

AN-12 ტურბოხრახრნული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავია. მისი სიგრძე 33 მეტრს შეადგენს, ფრთაგაშლილობა 38 მეტრს სიმაღლე 10.5 მეტრს მაქსიმალური სიჩქარე 660 კმ/სთ-ია. AN-12-ის პირველი ფრენა ხრუშცოვის დროს 1957 წლის დეკემბერში შედგა. ხომალდს 60-მდე ჯარისკაცის გადაყვანა შეუძლია.

ავიაკატასტროფამდე რამდენიმე საათით ადრე, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ფრთოსანი რაკეტებითა და დრონებით კომბინირებული თავდასხმის შედეგად, ყირიმის ხიდის საავტომობილო მონაკვეთის შუანაწილი თაღიანად ჩაინგრა. დაზიანდა სარკინიგზო მონაკვეთიც.