გამოცემა The National წერს, რომ აბუ-დაბის ერტ-ერთ სასტუმროში MMA-ის მებრძოლ მერაბ დვალიშვილთან მომხდარი დაპირისპირების საქმეზე სასამართლომ 10 პირი დამნაშავედ ცნო.
მედია წერს, რომ ექვს ბრალდებულს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევის, პანიკის გამოწვევისა და ადამიანთა სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების გამო ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯა. მათ ასევე დაეკისრათ 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა, ხოლო სასჯელის მოხდის შემდეგ – ქვეყნიდან დეპორტაცია.
محكمة أبوظبي تدين 10 متهمين في مشاجرة داخل فندق وتفرض عقوبات بالحبس 6 أشهر وغرامة 300 ألف درهم لكل متهم مع إبعادهم خارج الدولة
Abu Dhabi court convicts 10 defendants in hotel brawl, sentencing them to 6 months in prison, a Dh300,000 fine and deportation https://t.co/ytwAuVlVD3
— دائرة القضاء-أبوظبي (@ADJD_Official) November 13, 2026
მერაბ დვალიშვილის გათავისუფლება დაადასტურა ჭიდაობის ორგანიზაცია Real American Freestyle-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.
მან დაწერა – „მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ მერაბ დვალიშვილი ისევ ჩვენთანაა აბუ-დაბიში“.
სპორტულმა ჟურნალისტმა არიელ ჰელვანიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გათავისუფლებულია მოჭიდავე საბა ლაზიშვილიც.
დაპირისპირება აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. მერაბ დვალიშვილი ერთ-ერთი ღონისძიების წინ ინტერვიუს წერდა, რა დროსაც მას უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები მიუახლოვდნენ. კადრების მიხედვით, ნურმაგომედოვმა დვალიშვილს დაარტყა, რასაც ჯგუფური დაპირისპირება მოჰყვა.
