საზოგადოება

მერაბ დვალიშვილი: სახელმწიფოსგან მიღებულ მილიონ ლარს ქველმოქმედებაში დავხარჯავ

30 სექტემბერი, 2024 •
მერაბ დვალიშვილი: სახელმწიფოსგან მიღებულ მილიონ ლარს ქველმოქმედებაში დავხარჯავ

მერაბ დვალიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ მილიონ ლარს საქართველოში სპორტის განვითარებაში დახარჯავს. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა.

“ახლა დაანონსდა, რომ სახელმწიფო მეც და ილია თოფურიასაც გადმოგვცემს მილიონ ლარს, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. ამ თანხას სრულად გამოვიყენებ ჩემს ქველმოქმედებაში, რაც მქონდა, რათა საქართველოში MMA განვითარდეს.

მადლობა სახელმწიფოს და ამ საჩუქარს სრულად მოვახმარ ქველმოქმედებას, MMA-ს და სპორტის განვითარებას საქართველოში, იმისათვის რომ მეტი UFC ქამარი, პრიზები და წარმატებები გვქონდეს ამ სპორტში, ჭიდაობაში, ჯიუჯიცუში და ა.შ.” ,- აღნიშნა UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა.


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით UFC-ის ქართველს ჩემპიონებს, მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას მილიონ-მილიონ ლარს გადასცემენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადება საქართველოს მთავრობის ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი