დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, აცხადებს, რომ მიტროპოლიტ იობის მისამართით გაკეთებული ზოგიერთი განცხადება, სცილდება ქრისტიანულ მორალს.

“მეუფე იობის ქადაგების შემდეგ ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მისი მისამართით, რაც შორს სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას, მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად, ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს. საერთოდ ადამიანის შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართვა მიუღებელია ქრისტიანისთვის, ვინც არ უნდა იყოს ადრესატი”, – აცხადებს დეკანოზი.

როგორც ცნობილია, მიტროპოლიტმა იობმა საჯაროდ გააკრიტიკა “ქართული ოცნების” პოლიტიკა სხვადასხვა მიმართულებით. ამას მოჰყვა მმართველი პარტიის წარმომადგენლების და “მოლაპარაკე თავების” მხრიდან ორგანიზებული კამპანია, რომლის ფარგლებშიც მართლმადიდებელ იერარქს უწოდეს “აგენტი” და აგინეს კიდეც.

ამავე თემაზე:

მიტროპოლიტმა იობმა “ქართული ოცნება” გააკრიტიკა, ახსენა ბიძინა ივანიშვილიც