12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ.
საქართველო მიმდინარე საქმეების ფარგლებში განიხილება და დღის წესრიგის პირველი, არასაკანონმდებლო საკითხია.
მინისტრები ასევე იმსჯელებენ გაფართოებული კავშირის გავლენაზე უსაფრთხოებაზე, რუსეთის ომზე უკრაინაში და ევროკავშირის ქვეყნების მიმართ ჰიბრიდული საფრთხეების ზრდაზე, სიტუაციაზე ახლო აღმოსავლეთში.
შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის პრესკონფერენცია გაიმართება.
