აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 2026 წელს ნობელის მშვიდობის პრემიას მიანიჭებენ სამხრეთ კავკასიაში მტკიცე მშვიდობის მისაღწევად გაწეული ძალისხმევისთვის.
„ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ისტორიული ძალისხმევა ჩვენს რეგიონში მტკიცე მშვიდობის უზრუნველსაყოფად სათანადოდ დაფასდება წელს ნობელის მშვიდობის პრემიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას“, – დაწერა ალიევმა სოციალურ ქსელ X-ში.
ალიევის განცხადებით, ტრამპმა ისტორიული როლი შეასრულა ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლაში. აზერბაიჯანის პრეზიდენტი გულისხმობს 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში გამართულ სამშვიდობო სამიტს, რომელიც ტრამპის ორგანიზებით ჩატარდა.
ალიევმა ასევე განაცხადა, რომ მისი ინიციატივით აზერბაიჯანმა და სომხეთმა აშშ-ის პრეზიდენტის კანდიდატურა ნობელის მშვიდობის პრემიაზე ერთობლივად წარადგინეს, რითაც სამშვიდობო პროცესში შეტანილი წვლილი აღიარეს.
