AP-ის ცნობით, ხუთშაბათს სტამბოლში შვიდსართულიანი შენობის ნაწილი ჩაინგრა, რის შედეგადაც ნანგრევებში მინიმუმ შვიდი ადამიანი, მათ შორის 6 წლის ბავშვი მოჰყვა.
სტამბოლის გუბერნატორმა განაცხადა, რომ მაშველებმა შენობიდან უსაფრთხოდ გაიყვანეს ზედა სართულების მცხოვრებლები, ასევე ნანგრევებიდან მოხერხდა 5 ადამიანის ამოყვანა.
გუბერნატორმა ასევე თქვა, რომ მაშველებმა შეძლეს 6 წლის ბავშვთან კონტაქტის დამყარება.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება. პროცესს შენობის ნგრევის საფრთხე აფერხებს. უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა მიმდებარე შენობებიდანაც.
ამ დროისთვის უცნობია რა გახდა ნგრევის მიზეზი.
ფოტო: The Sun
