7 ოქტომბერს თბილისს დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით ეწვია სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი. დელეგაცია საქართველოში სომხეთის კულტურის დღეებში მიიღებს მონაწილეობას.
სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში დაგეგმილი კულტურის დღეები სომხეთის დამოუკიდებლობის 35 წლისთავს ეძღვნება.
დელეგაციაში ასევე იმყოფება სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალფრედ ქოჩარიანი.
კულტურის დღეების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, სომხეთის ეროვნული ფილარმონიული ორკესტრის კონცერტი და ცნობილი სომეხი მხატვრის, ერვანდ კოჩარის ნამუშევრების გამოფენის გახსნა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები და ვიზიტები, რომელთა მიზანია “სომხეთ-საქართველოს კულტურული კავშირების გაძლიერება და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარება”.
ინფორმაციას ავრცელებს სომხური სააგენტო Armenpress, სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროზე დაყრდნობით.
