კახა კალაძემ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით
გამართულ საზეიმო მიღებაზე საპატიო თბილისელები დააჯილდოვა. აღნიშნული სტატუსი წელს 32 მოქალაქეს მიენიჭა.
„თბილისზე საუბრისას ხშირად ვიხსენებთ მის ძველ უბნებს, აივნებს, ქუჩებს, არქიტექტურას, ისტორიასა და კულტურას – ყველაფერს, რაც ამ ქალაქს განსაკუთრებულს ხდის, მაგრამ ჩემთვის თბილისი, პირველ რიგში, ადამიანებია. ადამიანები, რომლებიც აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ; ადამიანები, რომლებმაც თბილისი საკუთარ სახლად აირჩიეს; ადამიანები, რომლებმაც ამ ქალაქს საკუთარი ცხოვრების ნაწილი, ცოდნა, ნიჭი და შრომა აჩუქეს.თბილისის განსაკუთრებული ხასიათიც სწორედ ამ ადამიანებმა შექმნეს — ქალაქი, რომელსაც ყოველთვის შეეძლო განსხვავებული ადამიანების მიღება, მათი გაერთიანება და მათთვის ერთი საერთო სახელის დარქმევა — თბილისელი“, – თქვა კალაძემ.
წელს თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ:
- დავით გორდელაძე – ექიმი, თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
- ელგუჯა ადამია – ექიმი, გასტრო-ენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი;
- დავით მეტრეველი – ექიმი, ენდოკრინოლოგი;
- რამაზ ხეცურიანი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
- ივანე კუზანოვი – ექიმი, პლასტიკური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
- თენგიზ ასათიანი – ექიმი, რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი;
- ბესარიონ დოჭვირი – მეცნიერი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი;
- ვლადიმერ პაპავა – მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
- რევაზ ჯავახიშვილი – მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი;
- ავთანდილ დემეტრაშვილი – იურისტი, პროფესორი;
- რამაზ ხუროძე – ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
- რევაზ კლდიაშვილი – ქიმიკოს-ინჟინერი, პროზაიკოსი, დრამატურგი;
- ლევან ჯაფარიძე – ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი;
- ირმა გურიელი – ჟურნალისტი, მსახიობი;
- იანო ალიბეგაშვილი – მომღერალი, ოპერის სოლისტი;
- გიორგი ქორქაძე – მუსიკოსი;
- მიხეილ კილოსანიძე – ხმის რეჟისორი;
- მურმან გელენიძე – მხატვარი;
- მამუკა მიქელაძე – მხატვარი, მონუმენტალისტი;
- ნუგზარ მეძმარიაშვილი – მხატვარი, მონუმენტალისტი;
- გივი შუღაროვი – ინჟინერი, პოლიტიკოსი;
- ტარიელ ონაშვილი – მომღერალი;
- ნუგზარ რუხაძე – ჟურნალისტი, დიპლომატი;
- ედიშერ მაჩაიძე – სპორტული მსაჯი, პროფესორი;
- ნინო სალუქვაძე – სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი;
- იური ოსიპოვი – მოფარიკავე;
- ლერი ხაბელოვი – სპორტსმენი;
- გიორგი ალიბეგაშვილი – პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
- ზურაბ გოშაძე – პოეტი, ფილოლოგი;
- კირა ანდრონიკაშვილი – მსახიობი, ხელოვნებათმცოდნე;
- გრიგოლ (გია) მურღულია – პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
- ჯემალ ძაგანია – პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
