ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოქმი შეუდგინა. საქმე ისევ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებსა და ვიდეოს ეხება.

„პირველი სტატუსი 22 ივლისსაა დადებული, დაჭერამდე რამდენიმე წუთით ადრე; მეორე სტატუსი დაწერილია ციხიდან გამოსვლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ;
მესამე – ვიდეო მეყლენბურგობაზე. ,,ჩემი ცოლის დაქალებიდან“ ეგონა გუნავას ფრაგმენტი „შენ შე**ა, შვილო, ეშმაკმა“, – წერს სანაია სოციალურ ქსელში.

22 ივლისს ვახო სანაიამ სოციალურ ქსელში დაწერა:

„14 დღეს **ები არ დაუძახოთ შალვას და ლადოს. რომ გამოვალ, მე მივხედავ მაგ ამბავს“.

5 აგვისტოს ის წერდა:

„მე რომ დავწერე პაპუაშვილსა და ბოჟაძეზე, ყ*ეებს ნუ დაუძახებთ-მეთქი, დამაპატიმრეს. ახლა შეკითხვა, რომელიც ორი კვირაა არ მასვენებს:
თავად შალვა პაპუაშვილმა და ბოჟაძემ რომ დაწერონ საკუთარ თავზე, ყ*ეებს ნუ დაგვიძახებთო, თვითონ მაგათაც საციხოდ გაუხდებათ საქმე ხო ? შალვა, ლადო, გაბედეთ, ბიჭებო!“

რაც შეეხება ვიდეოს, სანაია ამ შემთხვევაში შალვა პაპუაშვილს უწოდებს „მეყლენბურგერთა სექტის წარმომადგენელს“. ვიდეოს ბოლოს სანაია ამბობს სიტყვებს: „ხო და შალვა“ და შემდეგ ჩასმულია მონაკვეთი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“, რომლის ერთ-ერთი გმირიც ამბობს „შენ **გცა შვილო ეშმაკმა“.

ვახო სანაია ამბობს, რომ არ აპირებს სასამართლო სხდომაზე მისვლას.


ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, ჟურნალისტ ვახო სანაიას მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 22 ივლისს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

იხილეთ ასევე: