ქორწინების სახლს [კონკა] შლიან, აპირებენ მისი “იდენტური სახით აღდგენას”.
კახა კალაძემ ზაფხულში დააანონსა, რომ თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ქორწინების სახლის “ნაწილობრივ დაშლა” და შემდეგ “იდენტური სახით” აღდგენა იგეგმებოდა.
სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. შენობა თითქმის მთლიანად დაშლილია.

„ჩატარებული კონსტრუქციული კვლევების თანახმად, მე-20 საუკუნის 80-იან წლებში რესტავრირებული შენობის მზიდი კონსტრუქციები არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. ობიექტს მინიჭებული აქვს ავარიულობის III კატეგორია, რის გამოც მისი ნაწილობრივი დაშლისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, იდენტური სახით აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ ზაფხულში.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს შპს „აბსოლუტპლუსი“, რომელსაც შესაბამისი ხელშეკრულება გაუფორმა თბილისის განვითარების ფონდმა. სამუშაოების საერთო ღირებულება შეადგენს 1 074 573 ლარს. სამუშაოების მიწოდების ვადად განსაზღვრულია წერილობითი დავალების მიცემიდან არაუმეტეს 14 თვე.
