ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საიას მიმართვის საფუძველზე განსახილველად მიიღო ირაკლი მილაძის საქმე, რომელიც ინტერნეტსივრცეში გამოხატვის თავისუფლებას შეეხება.

საიას განცხადებით, ეს არის რიგით მეორე საქმე საქართველოსთან მიმართებით, რომელიც მომჩივნის მოთხოვნის საფუძველზე გადაეცა დიდ პალატას (პირველი საქმე შეეხებოდა საიასა და პარტნიორი ორგანიზაციების საჩივარს 20 ივნისის აქციის დაშლის ოპერაციასთან დაკავშირებით).

„საიამ საქმე დიდ პალატაში 2026 წლის აგვისტოში გაასაჩივრა. საქმე შეეხება სოციალურ ქსელებში (TikTok) გამოხატული პოზიციების გამო პირის (ირაკლი მილაძის) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დევნას.

ცნობისთვის, სასამართლოს მეოთხე სექციის გადაწყვეტილებით (19.05.2026), საქმეში კონვენციის დარღვევა არ დადგინდა. ხოლო გადაწყვეტილებიდან მალევე შეიქმნა და ამოქმედდა შსს-ს დაქვემდებარებული ე.წ. „ცენზურის სამმართველო“, რომელიც სოციალურ ქსელებში გამოხატული მოსაზრებების გამო ადამიანების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეებს აწარმოებს“, – აცხადებს საია.


19 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება სამქეზე “მილაძე საქრთველოს წინააღმდეგ”.

საუბარია მოქალაქე ირაკლი მილაძეზე, რომელმიც 2022 წელს დააჯარიმეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოში უცენზურო ლექსიკის გამოყენების გამო. მილაძემ ტიკტოზე გააკრიტიკა თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა და თბილისის მერის, ასევე მერიის თანამშრომლებისა და პოლიციელების მისამართით უცენზურო სიტყვები გამოიყენა. ამის გამო ის 500 ლარით დააჯარიმეს – შსს ამტკიცებდა, რომ მილაძის ქმედება ექცეოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლში, რაც გულისმხობს წვრილმან ხულიგნობას. მათ შორის, საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას. აღსანიშავია, რომ საქალაქო სასამართლომ მილაძეს 2000-ლარიან ჯარიმა შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით სააპელაციომ ეს თანხა 500 ლარამდე შეამცირა.

სტრაბსურგის სასამართლომ აღნიშნული საქმის განხლვის შემდეგ დაადგინა, რომ მილაძის მიმართ არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი გამოხატვის თავისუფლების შესახებ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მილაძის განცხადება ვერ იქნება დაცული გამოხატვის თავისუფლების უფლებით, რადგან საჯარო დებატების ფარგლებში არ საუბრობდა. მარტივად რომ ვთქვათ, ამ გადაწყვეტილების მიხედვით მილაძის სიტყვები იყო პირადი შეურაცხყოფა და არა პოლიტიკური კრიტიკა. გარდა ამისა, სასამართლო ადასტურებს, რომ “საჯარი რივცე” მოიცავს მათ შორის ონლაინ პლატფორმებს, რომლებიც პოპულარულია საზოგადოებაში. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სახდელის პროპორციულობაზე და აღნიშნა, რომ ჯარიმას ხელი არ შეუშლია მილაძოს შემდგომ სამოქალაქო თუ პოლიტიკური აქტივობაში.