ქარელის მუნიციპალიტეტში თანასოფლელის მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს.

შსს-ს გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა, ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, — აცხადებს შსს.