მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა ფრიდონ ბუბუტეიშვილი, ახალგაზრდა კაცი, რომელიც 2024 წლის 8 მაისის შემდეგ ციხეში იჯდა.

ის რუსული კანონის ამბებზე დააკავეს და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ბუბუტეიშვილმა შეწყალება თავად ითხოვა რამდენიმე თვის წინ.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.

2024 წლის გაზაფხულზე, რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართულ აქციებში მონაწილეობის გამო, „ქართულმა ოცნებამ“ 10 ადამიანი დააკავა, დავით კოლდარი, გიორგი კუჭუაშვილი, ომარ ოკრიბელაშვილი, საბა მეფარიშვილი, გიორგი ოკმელაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, გიორგი შანიძე, ანდრეი რაუტბერგი, ირაკლი მეღვინეთუხუცესი, ვაჟა დურგლიშვილი. გიორგი შანიძე განაჩენის გამოცხადებიდან 4 დღეში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. ანდრეი რაუტბერგს ჯარიმა დაეკისრა, ვაჟა დურგლიშვილს პირობითი მსჯავრი შეეფარდა. დანარჩენებს პატიმრობა მიესაჯათ და სასჯელს სხვადასხვა ციხეში იხდიან ან უკვე მოიხადეს და საპატიმრო დატოვეს.

დაკავებულების ოჯახის წევრები და ადვოკატები მაშინვე ამბობდნენ, რომ პროკურატურამ და სასამართლომ საქმეები განზრახ გააჭიანურა, რომ გიორგი შანიძის შეწყალების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დანარჩენების შეწყალება ვერ მოესწრო.