სომხეთი ხელს არ შეუშლის რუსეთის იმ მოქალაქეების ქვეყანაში შესვლას, რომლებსაც სურთ მობილიზაციასა და ფრონტზე გაგზავნას თავი აარიდონ- განაცხადა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალენ სიმონიანმა ტელეკომპანია „დოჟდის“ ეთერში.
ჟურნალისტ ეკატერინა კოტრიკაძის კითხვაზე, მზად არის თუ არა სომხეთი, მიიღოს რუსეთიდან ომში გაგზავნისგან თავის არიდების მსურველთა ახალი ნაკადი, სიმონიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მათ დაბრკოლებებს არ შეუქმნის.
„საზღვარზე არავინ აპირებს ვინმეს ჰკითხოს, რატომ ჩამოვიდა აქ. როგორც იცით, რუსეთიდან ადამიანებს შეუძლიათ ჩამოვიდნენ უცხოური პასპორტის გარეშე. რუს ადამიანს მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვუთხრა: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სომხეთში“. აქ ყველას გვიყვარს და ყველას პატივს ვცემთ“, – განაცხადა მან.
სიმონიანის თქმით, რუსეთში დაბრუნებაც მაშინ შეეძლებათ, როცა ამას თავად მიიჩნევენ საჭიროდ.
„აქ ისინი იპოვიან ყველაფერს, რისი პოვნაც სურდათ სომხეთში ჩამოსვლისას. და შეძლებენ რუსეთში დაბრუნებას, როცა მათთვის მოსახერხებელი იქნება. სომხეთი არანაირად არ შეუშლის ხელს და, საჭიროების შემთხვევაში, დავეხმარებით ლიდეც“, – განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
