რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი გამოეხმაურა სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პროცესის მალე დაწყებასთან დაკავშირებით.

„აშკარაა, რომ სომხეთი ვერასდროს გახდება ევროკავშირის წევრი, რომელიც მძიმე ქრონიკული დაავადებებით იტანჯება, თუმცა დიდი ხნით გაიფუჭებს ურთიერთობას რუსეთთან და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხვა ქვეყნებთან“, – განაცხადა მან ТАСС-ის კითხვაზე პასუხისას.

მედვედევის თქმით, ეს არის „პატარა ქვეყნის ამჟამინდელი მმართველის შიზოიდური ამბიციების ფასი“, რომელიც, მისივე შეფასებით, „ეროვნული ინტერესების ღალატით, სოროსის ფულითა და სომხური სამოციქულო ეკლესიის სატანისტურ დევნითაა“ გაჟღენთილი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 24 აგვისტოს პარლამენტში, მთავრობის ხუთწლიანი პროგრამის განხილვისას განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადის შეტანის პროცესს მალე დაიწყებს.

სომხეთის პარლამენტმა 2025 წლის მარტში მიიღო კანონი, რომლითაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას მხარი დაუჭირა.