13 წლის მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ ცეკვის მასწავლებელს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
„„მეგობრული კონტექსტი“ — 11 წელი. სამი ადვოკატი, უამრავი არგუმენტი და მცდელობა, რომ ბავშვის მიმართ მიუღებელი ქმედებებისთვის რაც შეიძლება „რბილი“ სახელები ეპოვათ. სიტყვების გადარქმევა რეალობას ვერ ცვლის. როგორც ჩანს, სამმა ადვოკატმაც ვერ შეძლო 11 წლის თავისუფლების აღკვეთის „მეგობრულ კონტექსტად“ გადაქცევა. დღეს სასამართლომ საკუთარი შეფასება გააკეთა. ბავშვის ნდობა სათამაშო არ არის. და „ღვაწლმოსილება“ არც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ბილეთია,” — დაწერა სოციალურ ქსელში მოზარდის ნათესავმა.
13 წლის მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, ცეკვის მასწავლებელი მიმდინარე წლის მარტში დააკავეს. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, განაჩენი სენაკის სასამართლოს მოსამართლე ლევან ნუცუბიძემ გამოიტანა.
