ლევან ზაზაძის ფოტო
უნგრელმა ჟურნალისტმა, ლასლო რობერტ მეზეშმა საქართველო დატოვა. ადვოკატმა თორნიკე ჯანელიძემ 6 აგვისტოს თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ჟურნალისტმა თავად მიიღო და საჭირო აღარ გახდა სასამართლო პროცესის ჩატარება.
ჟურნალისტი, რომელიც თვეებია საქართველოში იმყოფება, 5 აგვისტოს დააკავეს. „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ იგი საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება და დარღვეული ჰქონდა ქვეყანაში ყოფნის ვადები.
ლასლოს ბილეთის შესაძენად ფული მოქალაქეებმა შეუგროვეს, ის თბილისის აეროპორტში მიგრაციის დეპარტამენტის სამსახურის თანამშრომლებმა მიიყვანეს. სავარაუდოდ, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტი მოგვიანებით ისაუბრებს.
ფოტო: ლევან ზაზაძე.