შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობის და გავრცელების ბრალდებით თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალური ქსელების მომხმარებელთა ღია პროფილებიდან ჩამოტვირთა სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვანთა ფოტოსურათები, რომლებიც პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით დაამონტაჟა, მიანიჭა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების იერსახე და შეურაცხმყოფელ ტექსტებთან ერთად ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გაავრცელა“, – წერია განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.