აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა არ გამორიცხა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებში პროდუქციის ჩამონათვალი გაიზარდოს.

„უკვე წელს ვიხილეთ აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების მიწოდება. არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ შემდგომ ეტაპებზე ორმხრივი ვაჭრობის ნუსხა გაფართოვდება“, – განაცხადა ბაირამოვმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ინიაცო კასისთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ერთ წელზე ნაკლებ დროში აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სომხეთსა და უკან დაახლოებით 60 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა. აქედან დაახლოებით 20 ათასი ტონა აზერბაიჯანის მიერ სომხეთში გაყიდულ ნავთობპროდუქტებს შეადგენდა.

„დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას ვიხილავთ“, – თქვა აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

აზერბაიჯანმა გასული წლის ოქტომბრის ბოლოს მოხსნა აკრძალვა სომხეთისთვის განკუთვნილი ტვირთების საკუთარ ტერიტორიაზე ტრანზიტზე, ხოლო დეკემბერში მეზობელ ქვეყანაში ნავთობპროდუქტების მიწოდება დაიწყო.