სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა კვირას გადადგება. ამის შესახებ მან 30 ივლისს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ფაშინიანის განმარტებით, ეს მინისტრთა კაბინეტის ბოლო სხდომაა, რადგან მიმდინარეობს მეცხრე მოწვევის პარლამენტის ფორმირების პროცესი.
მისივე თქმით, მთავრობის გადადგომის შემდეგ სომხეთის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს დანიშნავს.
„დღევანდელი შემადგენლობით მთავრობის სხდომას ბოლოჯერ ვმართავთ“, – განაცხადა ფაშინიანმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
