აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

აფხაზური მხარის ინფორმაციით, “2026 წლის 3 ივლისს გალის რაიონის პროკურატურამ საქართველოს მოქალაქე გელა მებონიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის საქართველოს მხრიდან უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე, რომელიც 2026 წლის 2 ივლისს გალის რაიონში მოხდა”.

დე ფაქტო უწყების ცნობითვე, 2026 წლის 6 ივლისს, წინასწარი გამოძიების პერიოდში, ეჭვმიტანილ მებონიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.