შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იქნება პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი სამარღანიშვილი. უწყება ამბობს, რომ იგი სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.

უწყების ცნობითვე, გიორგი სამარღანიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე პოლიციის პოლკოვნიკი არჩილ მახარაძე შეცვალა, რომელიც საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე გააგრძელებს.

სამარღანიშვილი მანამდე იკავებდა გლდანი ნაძალადევის მთავარი სამმართველოს უფროსის პოსტს.