„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი თანამშრომელი, გიორგი ბახუაშვილი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, ამჯერად სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
შესაბამისი ბრძანება ირაკლი კობახიძემ გამოსცა. დოკუმენტი 6 ივლისით თარიღდება.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ ბახუაშვილის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია სამინისტრომ 10 ივნისს გაავრცელა. მან ამ პოსტზე თითქმის ერთი თვე იმუშავა.
შს მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე სამინისტროში იყო გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორი.
