გამოცემა On.ge-ს წილების ასივე პროცენტი სააგენტო BMG-ის მფლობელობაში გადადის. ასე ირკვევა განცხადებებიდან, რომელიც სამეწარმეო რეესტრში დღეს, 6 ივლისს აისახა.
აქამდე On.ge-ს მფლობელები იყვნენ: 5% — ნინო ტეფნაძე; 14.25% — შპს ფორმულა ფროდაქშენი; 80.75% — შპს ომედია მედია.
შპს ბი ემ ჯი-ს ერთპიროვნული მმართველი ანნა ლაპიაშვილია, რომელიც, ამასთან, სააგენტოს 66%-იანი წილის მფლობელია. დანარჩენ 34%-იან წილს ეკატერინე ბაშარული ფლობს.
BMG-ის მფლობელობაში გადადის არა მხოლოდ On.ge-ში 80.75%-იანი წილი, არამედ შპს ომედია მედია, რომელიც ამ წილს ფლობდა. ომედია მედიას დირექტორიც ანნა ლაპიაშვილი ხდება.
