დაიღუპა სატვირთოს მძღოლი, რომელსაც რკინის კონსტრუქცია დაეცა თავში. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, თბილისში, დიღმის მასივში მოხდა.

როგორც ცნობილია, დაღუპულს კაცს არმატურები გადაჰქონდა. შუქნიშანთან დამუხრუჭებისას არმატურები გადმოცვივდა და მძღოლის კაბინა ქვეშ მოიყოლა. თვითმხილველებმა სამაშველო სამსახური გამოიძახეს, რომლებიც კაცის გამოყვანას ცდილობდნენ. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.