მსოფლიოს მასშტაბით Meta-ს პლატფორმები, ფეისბუქი და ინსტაგრამი შეფერხებით მუშაობს.

სხვადასხვა საიტზე მომხმარებლები Meta-ს ანგარიშებიდან მოულოდნელი გამოვარდნის, სიახლეების ველის გაყინვისა და Messenger-ის შეფერხებების შესახებ წერენ.

ამავდროულად, შეფერხებების აღმრიცხველმა გლობალურმა სერვისმა, DownDetector-მა, ორივე პლატფორმაზე ხარვეზების ერთდროული, მკვეთრი ზრდა დააფიქსირა.

ტექნიკური ხარვეზის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.