ფინანსთა სამინისტროს საგამომიძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ინდმეწარმე გელა პატარაია დააკავეს, რომელიც, გამოძიების ვერსიით, თევდორე მღვდელის ქუჩაზე მდებარე შპს ”ბრილიანტის” სავაჭრო ცენტრში ოქროს ნაკეთობებით სასაქონლო ზედნადების გარეშე ვაჭრობდა.

ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ პატარაიას დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც მან ერთ-ერთ მოქალაქეს 13 500 ლარი ღირებულების ოქროს ბეჭდები, სამაჯურები, მედალიონები და საყურეები  გადასცა და მყიდველის მოთხოვნის მიუხედავად, არ გამოუწერა შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტი – სასაქონლო ზედნადები.

ამ დროისათვის მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მესამე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  სამ წლამდე ვადით.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *