შსს-ს ცნობით, ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტში დამატებით 17 ე.წ. მაინერი ამოიღეს.

ბოლო სამი დღის განმავლობაში, ჯამში ამოღებულია 212 ე.წ. მაინერი.

„აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას“, – აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მესტიაში ე.წ. მაინერების უკანონოდ გამოყენების შესახებ რამდენიმე დღის წინ მამუკა მდინარაძემ ისაუბრა და გამრიცხველიანების პროცესის აღმოფხვრა დააანონსა. მისი თქმით, მესტიაში უკანონო კრიპტომაინინგის გამო ელექტროხაზები მუდმივად გადატვირთულია, დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება კი მნიშვნელოვნად აზიანებს როგორც ქვეყნის ენერგეტიკას, ასევე მესტიის ადგილობრივ მოსახლეობას და კერძო სექტორს.

ამ თემაზე:

მესტიაში, 6 სხვადასხვა ადგილიდან 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს – შსს

მესტიაში მაინერები ისევ ამოიღეს – ამჯერად 47