DRI-მ გაეროში ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის საქმეზე კომუნიკაცია წარადგინა.

2025 წლის დეკემბერში ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ადამიანის უფლებების დაცვისა და კრიტიკული ვიდეოების გამო „ჯაშუშობის“ აბსურდული ბრალდებით დააკავა, მოგვიანებით კი იძულებით გააძევა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

“უკანონო დაკავებიდან და გაძევებიდან 5 თვის შემდეგაც კი, საქართველოს ხელისუფლება თამარ მეარაყიშვილს არ შეხვედრია. სახელმწიფოს დღემდე არ შეუთავაზებია მისთვის არც ჯანდაცვის და არც სოციალური მხარდაჭერის სერვისები, რაც საერთაშორისო ვალდებულებების პირდაპირი დარღვევაა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიას ვერ აკონტროლებს, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით (ICCPR) სახელმწიფო ვალდებულია, საკუთარ მოქალაქეებს ეფექტიანი სამართლებრივი და სოციალური დაცვა უზრუნველუყოს”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.