საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი, მალხაზ სონღულაშვილი მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს აღსაყდრებას ულოცავს.
სონღულაშვილი წერს, რომ ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის სასულიერო პირები ლოცულობენ იმისთვის, რომ გაღრმავდეს ინტერრელიგიური და ინტერკულტურული ქრისტიანულ ეკლესიებს შორის.
“საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსების, სასულიერო დასისა და მთელი ჩვენი მრევლის სახელით, გილოცავთ აღსაყრდებას სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში და გისურვებთ ღვთის კურთხევას თქვენს მოღვაწეობასა და საქმიანობაში.
ჩვენ ვლოცულობთ, რომ ღმერთმა გიწყალობოთ დიდი სიბრძნე, გონიერება, და თანაგრძნობა ყველა ადამიანის მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს. ჩვენ ასევე ვლოცულობთ, რომ თქვენი მსახურების შედეგად გაღრმევდეს ქრისტიანთა ერთობა ამ ქვეყანაში, გაძლიერდეს ინტერრელიგიური და ინტერკულტურული თანამშრომლობა, ჩვენს სამშობლოში ფესვი გაიდგას იმ უპირობო სიყვარულმა, რომელსაც ჩვენი უფალი იესო ქრისტე გვასწავლის.
თქვენი უღელი იოლი არ არის, მაგრამ უფალს ვავედრებთ თქვენს თავს, რომ მან შეგაძლებინებთ მძიმე უღლის მსუბუქად ზიდვა. 32 წლის წინათ, როდესაც მე ჩემმა ეკლესიამ წინამძღოლობის პატივი დამაკისრა, თანამგზავრად მომიჩინა ერთი აზრი ქრისტიანული საღვთო წერილიდან: „ღმერთია მშვიდობის მომცემი, მან გააცოცხლა უფალი იესო ქრისტე – დიდი მწყემსი…ღმერთმა მოგიმართოთ ხელი, რომ იმისი მორჩილები იყოთ, რომ ყოველთვის ღვთის მოსაწონად იქცეოდეთ.“ (ებრ. 13:20-21). ნება მიბოძეთ, დღეს იგივე სიტყვები გაგატანოთ საგზლად თქვენი სამწყემსთავრო მოღვაწეობის გზაზე.
ღმერთმა მოგცეთ ძალა, ჯანმრთელობა და შთაგონება, რომ სიყვარულითა და თვინიერებით ემსახუროთ მშვიდობას, შერიგებას, სამართლიანობასა და თავისუფლებას ღვთის სადიდებლად და საქართველოს თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ”, – წერს მიტროპოლიტი სოღულაშვილი მიმართვაში.
დღეს, 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შედგა კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ეს ინტრონიზაცია. მას საპატრიარქო მიტრა დაადგა ჭიათურისა და საჩხერის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა დანიელმა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა შიო შიო მუჯირი პატრიარქად გუშინ, 11 მაისს აირჩია. მას მხარი დაუჭირა სინოდის 39 წევრიდან 22-მა. პატრიარქად არჩევამდე შიო III 9 წლის განმავლობაში იყო აწ გარდაცვლილი პატრიარქის, ილია II-ის მოსაყდრე.
