სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერი ეხმაურება ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სომხეთის მიერ სასაზღვრო სოფლის ქართული მხარისთვის გადაცემის შესახებ.

“რიგ მედიასაშუალებებში გავრცელდა „ინფორმაცია“, თითქოს საზღვრის დელიმიტაციის პროცესის ფარგლებში მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც სომხური ჯილიზა, სოფელი, რომელიც ალავერდის გაერთიანებულ თემში შედის, გადასცემს ქართულ მხარეს.

სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის რომელიმე ნაწილის სხვა ქვეყნისთვის გადაცემის განზრახვის, გეგმის ან შეთანხმების შესახებ ნებისმიერი განცხადება, მოსაზრება ან „ინფორმაცია“ არ შეესაბამება სინამდვილეს.

შესაბამისად, როგორც ადრე, ისე ახლა და მომავალშიც, მსგავსი შინაარსის ნებისმიერ პუბლიკაციას უარვყოფდით, უარვყოფთ, რადგან ისინი გამოგონილია”, – წერს ფაშინიანის პრესსპიკერი ნაზელი ბაგდასარიანი.

გუშინ, 27 აპრილს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკა უახლოეს მომავალში გააგრძელებს აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციას, დღის წესრიგშია ასევე საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესის შეჯამება და დასრულება. მოგვიანებით, რიგმა ქართულმა მედიაგამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სომხეთი ქართულ მხარეს ერთ-ერთ სასაზღვრო სოფელს გადასცემს.