შემოსავლების სამსახურის უფროსად მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა.

მან ამ პოსტზე ირაკლი (დაჩი) ბერაია ჩაანაცვლა, რომელიც აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დანიშნეს.

რაც შეეხება მიხეილ მაღლაკელიძეს, მას ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიხეილ მაღლაკელიძე კარგად იცნობს შემოსავლების სამსახურის სისტემას, ვინაიდან წლების განმავლობაში უწყებაში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.